„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პორტუგალიელს საოცარი თვისებები აქვს, მაგრამ უბურთოდ უფრო მეტი უნდა იმუშაოს.
„მას ბევრად მეტი შეუძლია. საოცარი თვისებები აქვს. როცა ბურთი აქვს, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როდესაც არ აქვს, უნდა იმუშაოს. მან უნდა გააცნობიეროს, რომ გუნდურ თამაშში იყოს ჩართული და გუნდის განკარგულებაში უნდა იყოს. კომფორტის ზონიდან გამოსვლა უჭირს“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუ „მილანის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და 241 მატჩში 66 გოლი აქს გატანილი.