ფეხბურთი

14:06 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის რედებიუტი "სანტოსში": "სიტყვები არ მაქვს, ეს კლუბი მიყვარს"

„სანტოსში“ ნეიმარის რედებიუტი შედგა, რომელიც მშობლიურ კლუბს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

„სანტოსი“ პაულისტას ჩემპიონატში „ბოტაფოგო სპ“-ს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ნეიმარი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ გულშემატკივრები მას ოვაციებით შეხვდნენ. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა კომენტარი გააკეთა:

„სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად, რასაც ვგრძნობდი, როცა მოედანზე გავედი. არ ვარ საუკეთესო ფორმაში და თამაში მჭირდება. რამდენიმე მატჩში თავს უკეთ ვიგრძნობ, მე „სანტოსი“ მიყვარს“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარი „სანტოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი გააფორმა.

0.124003