ფეხბურთი

13:25 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" "ვულვზის" ნახევარმცველი დაიმატა

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი მარიო ლემინა კარიერას სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის გაბონელი თურქულ კლუბს 3 მილიონ ევროდ შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ლემინა „გალათასარაიში“ 2019-2020 წლების სეზონში იჯარით უკვე თამაშობდა. მას კარიერის განმავლობაში „ლორიანში“, „მარსელში“, „იუვენტუსში“, „საუთჰემპტონში“,“ფულჰემში“, „ნიცასა“ და „ვულვზში“ უთამაშია.

0.120165