„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ გუნდიდან მოჰამედ სალაჰის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და ვირჯილ ვან დეიკის წასასვლელად მზად უნდა იყვნენ.
სამივეს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, შეთანხმებას კი, მხარეებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს:
„ტრენტს, მო სალაჰს და ვან დეიკს კონტრაქტები ჯერ არ გაუხანგრძლივებიათ. ასე რომ, ვიცით, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს“, - თქვა სლოტმა.