„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუი „ატლანტა იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა.
პორტუგალიელმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტია, MLS-ს კლუბი კი, მას თანამშრომლობას 2026 წლის დეკემბრამდე სთავაზობს.
ასე რომ, გარიგება თუ შედგა, მარიო რუი საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ მარიო რუის „ნაპოლიში“, „რომაში“, „ემპოლისა“ და „ფატიმაში“ აქვს ნათამაშები.