კალათბურთი

11:36 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შესანიშნავი თამაში და "ორლანდოს" გამარჯვება "საკრამენტოსთან"

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია სტუმრად „საკრამენტო კინგსთან“ შეწყვიტა. ფლორიდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 42:23 მოიგეს. საბოლოოდ კი 130:111 გაიმარჯვეს.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ის მონაკვეთი ითამაშა, რომელშიც მატჩის ბედი წყდებოდა. მესამე პერიოდის მეორე ნახევარსა და მეოთხე რაუნდში არ უთამაშია.

საბოლოოდ მაინც ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 23 წუთი, 14 ქულა (7-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 დაფარება. გოგას გუნდში ყველაზე მეტი გერმანელმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო – 31 ქულა.

25 მოგებითა და 7 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს 7 თებერვალს „დენვერთან“ სტუმრად გამართავს.

GBF.GE

0.119834