ფეხბურთი

2:21 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "რომა" დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალშია (+VIDEO)

„მილანმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „რომა“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„როსონერი“ მატჩის დასაწყისში ტამი აბრაჰამის გოლით დაწინაურდა. ინგლისელ ფორვარდს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, დუბლი შეასრულა. მან მეორე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და უპირატესობა გაზარდა.

54-ე წუთზე „რომამ“ ერთი ბურთი გაქვითა, თავი არტიომ დოვბიკმა გამოიჩინა, თუმცა, „მილანმა“ 72-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანა. მეტოქის კარი ჟოაო ფელიქსმა დალაშქრა, რომელსაც „მილანში“ დებიუტი ჰქონდა.

„მილანი“ ნახევარფინალში „ინტერისა“ და „ლაციოს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში „ბოლონიას“ მეტოქე „იუვენტუსი“ ან „ემპოლი“ იქნება.

0.120337