კალათბურთი

11:00 | 6.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლდუინის 6 ქულა და "ბასკონიას" მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის 25-ე ტურში „ბასკონია“ „მონაკოს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში, 85:92 დამარცხდა.

„მონაკომ“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, შემდეგ ესპანურმა კლუბმა შეძლო თამაშის დაძაბვა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა 21 წუთში 6 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ბასკონია“ ევროლიგაში 10 მოგებით და 15 წაგებით მე-15 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 7 თებერვალს, თელ ავივის „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება.

0.121157