„ნიუკასლ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. „ჯორდებმა“ ნახევარფინალში ლონდონის „არსენალს“ უშანსოდ აჯობეს.
„ნიუკასლმა“ ჯერ კიდევ პირველ მატჩში მოიპოვა დიდი უპირატესობა, როცა ლონდონში 2:0 მოიგო და სოლიდური უპირატესობა „სენტ ჯეიმს პარკზე“ კიდევ უფრო გაზარდა.
პირველ ტაიმში ანგარიში ჯეიკობ მერფიმ გახსნა და მასპინძლები დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ენტონი გორდონმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ნიუკასლმა“ „არსენალს“ მეორე შეხვედრაშიც 2:0 აჯობა და ორი მატჩის ჯამში 4:0 გაიმარჯვა.
„ნიუკასლ იუნაიტედი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ წყვილში გაირკვევა. ლონდონელებს პირველი მატჩი 1:0 აქვთ მოგებული.