ევროლიგის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანთან“ მარცხი განიცადა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ სერბებმა მეორე პერიოდში მოპოვებული უპირატესობა, როცა წინ 8 ქულით გავიდნენ, შეინარჩუნეს და საბოლოოდ, 81:71 გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 8 პასი ევროლიგაში მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 18 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 თებერვალს, „პარიზს“ უმასპინძლებს.