„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ამ გუნდში მუშაობა უყვარს.
გერმანელი აღტაცებულია „ბარსას“ ფეხბურთელებით და თქვა, რომ ასეთი ფეხბურთელები არასდროს უნახავს:
„მიყვარს ეს კლუბი, აქ ყოველდღე მუშაობა, ტექნიკურ და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ამ გუნდის მოსამზადებლად. ეს მართლაც მშვენიერია, რადგან უნიკალური ფეხბურთელები არიან, მსგავსი აქამდე არასდროს მინახავს.
ჩვენი პირველი მეკარე შჩესნია, ეს დადასტურებულია. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდის საუკეთესო ინტერესებშია, ეს არის მიდგომა, რომელსაც მინდა მივყვე“, - თქვა ფლიკმა.