ფეხბურთი

20:07 | 5.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "კვარაცხელია საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია, სრულყოფილი ფეხბურთელია"

„ლიონის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც აქამდე უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიაა.

მიქაუტაძის თქმით, კვარა სრულყოფილი ფეხბურთელია, რადგან მოედანზე ყველაფრის გაკეთება იცის.

„ყველაზე ძლიერი, ვისთანაც მითამაშია? საკმაოდ ბევრია, მაგრამ ერთი თუ უნდა ავირჩიო, კვარაცხელია. დიდი ფეხბურთელია! რაშია ძლიერი? მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგებს აკეთებს, გოლებს იტანს, საგოლე პასებს აკეთებს, სწრაფია, შეუძლია პენალტების და საჯარიმოების დარტყმა, კუთხურების ჩაწოდება. სრულყოფილი ფეხბურთელია, რადგან ყველაფერი კარგად გამოსდის“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და კვარაცხელიასთან ერთად ეროვნულ გუნდში მას შემდეგ თამაშობს.

0.111906