"ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბის ალეხანდრო გარნაჩოთი სურდა, თუმცა, საბოლოოდ, გარიგება არ შედგა.
იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ტრანსფერის ჩავარდნის მიზეზი ფეხბურთელის მოთხოვნა იყო ხელფასთან დაკავშირებით.
"გარნაჩოს მანამდეც შევხვდით, სანამ კვარა წავიდოდა, კარგი შეთავაზება გაუკეთეთ „მანჩესტერს“, ახლოს ვიყავით ტრანსფერთან, ფეხბურთელს სურდა პრემიერლიგის დატოვება იანვარში, მაგრამ სურდა ეკონომიკურად მისი დაკმაყოფილება, რაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია და არც გვინდა, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ გუნდში, სადაც საშუალო ხელფასებია, მოიყვანო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მაღალი ხელფასი ექნება, ეს არ არის სამართლიანი სხვების მიმართ, ვინც საქმეს კარგად აკეთებენ. კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს ერთი ტურნირისთვის, ეს მწვრთნელის და ფეხბურთელების დამსახურებაა", - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელია ნოა ოკაფორით შეცვალა, რომელიც "მილანიდან" ინათხოვრეს.