25 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტაირელ მალასია საფეხბურთო კარიერას პსვ-ში გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ხდება მალასია სამშობლოში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც პსვ-ს მისი გამოსყიდვის საშუალება 10 მილიონად შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ მალასია მანჩესტერ "იუნაიტედს" 2022 წელს "ფეინოორდიდან" შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.