UFC-ის ქართველმა ჩემპიონი ილია თოფურია ავსტრალიაში იმყოფება, სადაც თავის ძმას ალექსანდრე თოფურიას ბრძოლისთვის მზადებაში ეხმარება.
ილია თოფურიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მის სამომავლო გეგმებზე და ისლამ მახაჩევთან შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა.
"ისლამ მახაჩევთან ჩხუბი არის ის, რისი გაკეთებაც მინდა, თუმცა ამ ყველაფერს მე არ ვწყვეტ. ეს ყველაფერი UFC-იმ უნდა გადაწყვიტოს. თუ ისინი მეტყვიან, რომ უნდა გავაგრძელო ჩემს დივიზიონში ჩხუბი ასე ვიზამ და თუ მეტყვიან ზედა წონაში ასვლას, ამას სიხარულით გავაკეთებ. რაც შეეხება ისლამს, ის კარგი მებრძოლია, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მე ვარ და რაც მომესურვება იმას გავუკეთებ,რადგან მასზე ბევრად უკეთესი ვარ." - განაცხადა ილიამ.
ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ნოკაუტით მოიგო და ქამარი პირველად წარმატებით დაიცვა.