საქართველოს ეროვნული ნარებისა და "ლევანტეს" ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა კარიერა პორტუგალიურ გრანდში, ლისაბონის "სპორტინგში" გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "სპორტინგის" ფეხბურთელი გახდება.
25 წლის გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტესთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გატანილ გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.