ფეხბურთი

12:40 | 5.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი "პორტუდან", ქუთაისის "ტორპედომ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. როგორც ქუთაისელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება კლუბმა 22 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დაიმატა.

ერიკ პიმენტელიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პიმენტელი "ტორპედოს" პორტუგალიური "პორტუ II"-დან შეუერთდა, სადაც ის 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიური კლუბიდან, "ვასკო და გამადან" გადავიდა.

0.11684