UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი უკვე ავსტრალიაში ჩავიდა, რათა მხარი დაუჭიროს ალექსანდრე თოფურიას, რომელიც 9 თებერვალს UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლას ავსტრალიელ კოლბი თიქნესთან გამართავს.
გეტყვით, რომ მერაბთან ერთად ალექსანდრეს მოსამზადებელ პერიოდში გურამ ქუთათელაძე და მისი ძმა ილია თოფურია ეხმარებოდნენ. ილია ბრძოლის დროს ალექსანდრეს კუთხეში იდგება.
ალექსანდრე თოფურიას და კოლბი თიქნესის დაპირისპირება UFC 312-ზე საქართველოს დროით 9 თებერვალს გაიმართება. საღამოს სწორედ მათი ბრძოლა გახსნის. ბრძოლის სავარაუდო დრო დილის 05:00-ია.