„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მერვედფინალში როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე დივიზიონის ბინადარი „ლე მანი“ პრობლემების გარეშე (0:2) დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედებებში არ მონაწილეობდა. კვარა ორჯერ ახლოს იყო საგოლე პასით ჩაწერასთან, მაგრამ თანაგუნდელებმა კარგი გადაცემები ვერ დაუფასეს. პსჟ-ს რიგებში კვარაცხელიას ამ დროისთვის სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების შეფასება:
მეკარე - საფანოვი (7.2)
მცველები - ბერალდო (7.9), პაჩო (7.3), ზაგუ (6.7), ერნანდესი (7.0).
ნახევარმცველები - მაიულუ (6.8), რუისი (7.5), ლი (7.1).
თავდამსხმელები - რამუში (7.0), დუე (7.6), კვარაცხელია (8.1).
ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები - ბარკოლა (7.7), ვიტინია (6.8), კიმპემბე (6.5), მენდეში (7.8), ჰაკიმი (7.0).
პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალშია, მომდევნო მატჩს კი, ლიგა 1-ში 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.