ფეხბურთი

10:10 | 5.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე:"შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, რთული თამაში მოვიგეთ"

„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მერვედფინალში როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე დივიზიონის ბინადარი „ლე მანი“ პრობლემების გარეშე (0:2) დაამარცხა.

მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

"ეს იყო საფრანგეთის თასის მატჩი, სადაც ყოველთვის გამარჯვება რთულია, რადგან მეტოქე ყოველთვის სახიფათო და არაპროგნოზირებადია. მოხარული ვარ გამარჯვებით და ჩემი ფეხბურთელების თამაშით. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები მხოლოდ ამ საღამოს, რადგან ყველა ტურნირზე ჩემპიონობაა ჩვენი მიზანი და ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.შევძელით, რომ რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დასვენების საშუალება მივეცით. კიმპემბეს დაბრუნება თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა, ის ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერია." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედებებში არ მონაწილეობდა. კვარა ორჯერ ახლოს იყო საგოლე პასით ჩაწერასთან, მაგრამ თანაგუნდელებმა კარგი გადაცემები ვერ დაუფასეს. პსჟ-ს რიგებში კვარაცხელიას ამ დროისთვის სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა. პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალშია, მომდევნო მატჩს კი, ლიგა 1-ში 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.

0.117436