ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრით იმედგაცრუებულია.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლა ვერ მოახერხეს:
„მკაფიო განზრახვა გვქონდა: ყოველ ჯერზე, როცა სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, ვიკვლევთ შესაძლებლობებს, რათა გუნდი გავაუმჯობესოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებსაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ. თუმცა, ახლა ტრავმები გვაქვს და გუნდი გაძლიერება ვერ შევძელით. იმედგაცრუებულები ვართ ამის გამო, ამავდროულად ვიცით რა არის ჩვენი სტრატეგია. გვსურს გარკვეული ტიპის ფეხბურთელები, კონკრეტულ პროფილებს ვეძებთ, რომლებსაც გუნდის გაძლიერება ნამდვილად შეუძლიათ“, - თქვა არტეტამ.