„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა მერვედფინალში როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე დივიზიონის ბინადარი „ლე მანი“ პრობლემების გარეშე დაამარცხა.
პსჟ 25-ე წუთზე დეზირე დუეს გოლით დაწინაურდა, ხოლო 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედებებში არ მონაწილეობდა. კვარა ორჯერ ახლოს იყო საგოლე პასით ჩაწერასთან, მაგრამ თანაგუნდელებმა კარგი გადაცემები ვერ დაუფასეს. პსჟ-ს რიგებში კვარაცხელიას ამ დროისთვის სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალშია, მომდევნო მატჩს კი, ლიგა 1-ში 7 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ გამართავს.