მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ანტონიო რიუდიგერი და დავიდ ალაბა მინიმუმ სამი კვირა ვერ ითამაშებენ.
„სამეფო კლუბს“ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, თუმცა იტალიელს სჯერა, რომ მისი გუნდი პრობლემებს დაძლევს:
„ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვართ, რადგან რიუდიგერი და ალაბა ალბათ 20 დღე ვერ ითამაშებენ. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩვენი ერთადერთი ვარიანტია, იოკობო რამონი, რაულ ასენსიო და ორელინ ჩუამენი. ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ალაბა მზად იყო სათამაშოდ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ახალგაზრდებს ექნებათ შანსი დაამტკიცონ შესაძლებლობები. ვალვერდეს დაცვის ფლანგზე თამაში შეუძლია, მაგრამ ცენტრში არა, ჩუამენი ამ პოზიციაზე უკეთესი ვარიანტია. იანვარში არავინ დაგვიმატებია, მაგრამ რა შემადგენლობა გვყავს, წინ ამით უნდა ვიაროთ და მეტოქეებს კონკურენცია გავუწიოთ.
რონალდუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია? კრიშტიანუმ ეპოქა შექმნა და ჩემი აზრით, დიახ, საუკეთესოა. ის ძალიან დამეხმარა, რომ „რეალის“ მწვრთნელი მშვიდად ვყოფილიყავი“, - თქვა ანჩელოტიმ.