აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი გველესიანმა გოლი გაიტანა. ქართველი მცველის „პერსპოლისი“ სტუმრად „ალ-ჰილალს“ გაეჯიბრა და 1:4 დამარცხდა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა საუდის არაბეთის გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. მალკომმა, ჟოაო კანსელომ და სალემ ალ დავსარიმ (დუბლი) შეძლეს თავის გამოჩენა.
გველესიანი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო ბოლო წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და პრესტიჟის გოლი მიითვალა. გიორგიმ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი, ორი გოლი ირანის ჩემპიონატშიც აქვს გატანილი.
აზიის ჩემპიონთა ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „პერსეპოლისი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრს“ უმასპინძლებს.