"ალ-ნასრის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ თემაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. რონალდუ ფიქრობს, რომ მასზე სრულყოფილი ფეხბურთელი ისტორიაში არ ყოფილა.
კრიშტიანუმ ასევე თვქა, რომ მადრიდის "რეალში" ყველაზე ბედნიერი იყო, ხოლო სანამ "მანჩესტერში" გადავიდოდა, მანამდე "ბარსელონა" ცდილობდა მის გადაბირებას.
„920, 925 თუ 950 გოლით დავასრულებ კარიერას, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. თუ 1000 გოლს მივაღწევ, ხომ კარგი, თუ არადა, არა უშავს, ამით არ ვარ შეპყრობილი. სტატისტიკა არასდროს იტყუება.
სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი ვარ, შემიძლია გოლების გატანა მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით, თავით, ჩემზე სრულყოფილი არავინ ყოფილა. იმის თქმა, რომ კრიშტიანუ სრულყოფილი ფეხბურთელი არ არის, ტყუილი იქნება. თქვენ შეიძლება პელე, მესი ან მარადონა გირჩევნიათ, მესმის ეს და აზრს პატივს ვცემ. თუმცა, მე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, ამის მჯერა.
ვინისიუსი იმსახურებდა ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ არ მიკვირს, რომ ვერ მოიგო, იმიტომ, რომ მისი არ სჯერათ..
მწვრთნელები? ძალიან ცუდი მწვრთნელები მყავდა, ზოგს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ფეხბურთის შესახებ.
ლეო მესისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენს შორის უბრალოდ ჯანსაღი კონკურენცია იყო. "კამპ ნოუზე" თამაში მომწონდა. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის გამოწვევა იყო და მომწონდა. შემეძლო „ბარსელონაში“ მეთამაშა, სანამ „მანჩესტერში“ გადავიდოდი. როცა „სპორტინგში“ ვიყავი, „ბარსა“ ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ „მანჩესტერში“ წავედი.
„რეალი“ ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ეს იყო გუნდი, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი. იქ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთე, ძალიან ლამაზი და ამიტომ ხალხი ვერ მივიწყებს. როდესაც შენ ტოვებ მემკვიდრეობას და კვალს, ხალხი ამას არ ივიწყებს“, - თქვა რონალდუმ.