ალფონსო დევისმა მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წელს იწურებოდა, გაახანგრძლივა. შესაბამისად, კანადელი მცველი გერმანულ გრანდში დარჩება.
24 წლის ფეხბურთელის უფასოდ გადაბირებით არაერთი გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის, „რეალი“ და „ლივერპული“, მაგრამ „ბაიერნმა“ ალფონსოს შენარჩუნება შეძლო. მან ახალი კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. „ბაიერნში“ რომ მოვედი, 18 წლის ვიყავით და მხოლოდ სწავლა მინდოდა ყოველდღიურად, რათა ჩემს პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გავმხდარიყავი. აქ უკვე ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - თქვა დევისმა.
ალფონსო დევისი „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და 220 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.