პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კვარა საოცარი ბიჭია, რომელიც პსჟ-ს სტილს ძალიან კარგად ერგება და სხვებზე მაღალი კლასის ფეხბურთელია.
„კვარა საოცარი ბიჭია. პარიზში გადმოსვლამდე ველაპარაკე, ვუთხარი, თუ რამე სჭირდებოდა, ჩემთვის მოეწერა. შემდეგ მკითხა: „კი, მაგრამ შენ ნეაპოლელი ხარ“? (იღიმის - რედ)... მისი ადაპტაციის პერიოდი კარგად მიდის, შეიძლება ჩვენი სათამაშო სტილისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყოს. კლასით სხვა დონეზეა, ეს ვარჯიშებზეც ადვილად ჩანს. ტაქტიკის შეცვლა კვარას გამო? ჩემი აზრით, 4-3-3 სქემით თამაშს გავაგრძელებთ, მაგრამ არ ვიცი, მწვრთნელი რას გადაწყვეტს“, - აღნიშნა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ ორი კვირის წინ გადავიდა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.