ფეხბურთი

19:53 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოაო ფელიქსი "მილანის" ფეხბურთელია

„მილანმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ჟოაო ფელიქსი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის პორტუგალიელი შემტევი იტალიურ გუნდს სეზონის ბოლომდე მშრალი იჯარით შეუერთდა. ის „მილანში“ 79-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჟოაო ფელიქსმა „ჩელსიში“ მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. ის ლონდონურ კლუბში 2022-2023 წლების სეზონშიც გამოდიოდა (20 მატჩი, 4 გოლი). კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „ბენფიკაში“ (43 მატჩი, 20 გოლი), „ატლეტიკოში“ (131 მატჩი, 34 გოლი) და „ბარსელონაში“ (44 მატჩი, 10 გოლი), ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 45 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა.

0.130386