„ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „რასინგ ფეროლთან“ 0:1 დამარცხდა.
გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 74-ე წუთიდან ითამაშა, რადგან ჯერ ბოლომდე მზად არ იყო. ქართველის შესახებ „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ისაუბრა:
„მასთან შეთანხმებული იყო სათამაშო დრო, რადგან 90 წუთს ვერ გაუძლებდა. მჭირდებოდა, რომ დაახლოებით 20 წუთი ეთამაშა, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში. ფიზიკურად კარგადაა, მაგრამ ფისკომფორტი აქვს მუხლსა და კოჭზე. მოედანზე მისი ყოფნა რომ არ გვჭირდებოდეს, უფრო მეტად მოვუფრთხილდებოდით. მან ძალიან კარგად ითამაშა იმ წუთებშიც, რაც მოედანზე გაატარა“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „ლევანტე“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა, არადა, აუტსაიდერ „რასინგ ფეროლთან“ შინ რომ მოეგო, ახლა მეორე პოზიციაზე იქნებოდა.