ფეხბურთი

16:47 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ფეხბურთი VAR-ის გარეშე უკეთესი იყო"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი VAR-ით გაუარესდა.

იტალიელი მწვრთნელის აზრით, არ არსებობს ზუსტი რეგულაცია, როდის და რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს თამაშში VAR-ი, რაც დაბნეულობას ქმნის და ფეხბურთი შეცვალა.

“VAR-მა სრულად შეცვალა ფეხბურთის თამაშის წესები, მიჭირს ამ ტექნოლოგიასთან შეგუება. VAR-ის ეპოქაში ძალიან ბევრი გაურკვევლობა და დაბნეულობაა. დაბნეულობა შექმნა გულშემატკივრებშიც, არავინ იცის, როდის ინიშნება ჯარიმა და როდის არა. არ არსებობს ზუსტი რეგულაცია, ნაკლებად სასარგებლოა. ფეხბურთი VAR-ის გარეშე უკეთესი იყო“, - აღნიშნა გასპერინიმ.

0.128495