ფეხბურთი

13:39 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მომაბეზრებელი ხდება ამაზე საუბარი" - კრიშტიანუ რონალდუმ პოპულარულ კითხვას უპასუხა

საუდური „ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა შეკითხვას 1000 გოლის გატანისა და ამ მაჩვენებლის მიღწევის სურვილის შესახებ.

„ამას რომ მივაღწიო, კარგი იქნებოდა... მაგრამ არ ვარ შეპყრობილი ამ მიზნით. ცოტა მომაბეზრებელი ხდება ამაზე საუბარი", - თქვა რონალდუმ La Sexta-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია, ასევე „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი. გუშინდელ მატჩში „ალ-ვასლთან“ მან დუბლი შეასრულა. ახლა პორტუგალიელს პროფესიულ კარიერაში 923 გოლი მოუგროვდა.

ხვალ, 5 თებერვალს, კრიშტიანუს 40 წელი უსრულდება.

0.143531