ფეხბურთი

12:24 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მიუნხენის „ბაიერნის" შემტევი მატის ტელი „ტოტენჰემს" იჯარით შეუერთდა

მიუნხენის „ბაიერნის" თავდამსხმელი მატის ტელი კარიერას ლონდონის „ტოტენჰემში" გააგრძელებს. ამის შესახებ „დეზების“ პრესსამსახური გვამცნობს.

ფეხბურთელი ინგლისში იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, „ტოტენჰემს“ აქვს 60 მილიონი ევროს ოდენობით ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა.

მიმდინარე სეზონში ტელმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.116861