ფეხბურთი

2:05 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლონდური დერბი ქამბექით მოიგო

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში დერბიში „ვესტ ჰემი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„ჩაქუჩებმა“ პირველი ტაიმი ჯარედ ბოუენის გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ენცო მარესკას გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა. წონასწორობა პედრო ნეტომ აღადგინა, ხოლო შემდეგ აარონ ვან-ბისაკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „არისტოკრატებმა“ გაიმარჯვეს.

„ჩელსი“ პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 43 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 თებერვალს, „ბრაიტონს“ ესტუმრება. „ვესტ ჰემი“ 27 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა.

0.115543