ფეხბურთი

1:29 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ნარიმანიძე სლოვაკურ გუნდში გადავიდა

ნიჭიერი ქართველი მცველი სანდრო ნარიმანიძე კარიერას სლოვაკურ „ჟილინაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნარიმანიძემ „ჟილინასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ჩვენი სათამაშო სისტემისთვის დიდი ხანია ვეძებდით მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველს, მივიღეთ რჩევა სანდროზე, რომელიც არის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი შესანიშნავი აღნაგობით და ბურთთან მუშაობის სიმშვიდით. წინა კვირების განმავლობაში ის ჩვენთან ერთად იყო სინჯებზე შეკრებაზე და გადავწყვიტეთ მისთვის კონტრაქტი გაგვეფორმებინა. მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს ორთაბრძოლებზე, რათა გახდეს უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი. თუმცა, მას აქვს პოტენციალი და ამ ნაბიჯით ჩვენ ვემზადებოდით ნჯეუნგუეს წასასვლელად. გვჯერა, რომ გუნდს მალე მოერგება“, - თქვა სლოვაკური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კაროლ ბელანიკმა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ საფეხბურთო ოჯახის წევრი. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს წინა კლუბს - იბერიას, რომელმაც გამზარდა. მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევას, ახალ ლიგაში თამაშს. გუნდი მაღალი ხარისხისაა. გუნდი, რომელიც არის მეგობრული და ამავდროულად ძალიან შრომისმოყვარე და პროფესიონალი. მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ის სტილი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. გარდა ამისა, აქ შესაძლებელია ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარულად თამაში. ვიცნობ ლუკა ლოჩოშვილს, რომელიც აქ თამაშობდა. პირადად ველაპარაკე გურამ კაშიას, რომელმაც ყველაფერი მითხრა სლოვაკურ ფეხბურთზე. ჩემი გადმოსახედიდან სლოვაკეთის ლიგა ცოტა ხარისხიანი იქნება. ბევრმა ქართველმა აქ პროგრესი განიცადა და გაითქვა სახელი. "იბერიასთან" ერთად ტიტულის მოგება შესანიშნავი იყო და ბევრი რამ მასწავლა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად არ ვთამაშობდი. თუმცა, მე მზად ვარ მსგავსი ზეწოლისთვის აქაც. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. იქ მოსახვედრად ერთადერთი გზაა რეგულარული სათამაშო წუთები და პრაქტიკა, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის ყურადღება მივიქციო“, - თქვა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში ნარიმანიძემ.

ქართველი მცველი „ჟილინაში“ 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთში კიდევ ერთი ქართველი მცველი გადავიდა: ცოტნე კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ შეუერთდა პირველივე ამხანაგურ მატჩი პენალტი მოიპოვა.

სანდრო ნარიმანიძე „იბერიას“ აღზრდილია, რომლის რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

0.116002