ფეხბურთი

0:31 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" პსჟ-დან მარკო ასენსიო დაიმატა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკო ასენსიო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის ესპანელი ინგლისურ კლუბს იჯარით შეუერთდა. ბოლო ორ დღეში „ასტონ ვილამ“ ორი შემტევი გაიფორმა, ასენსიომდე „მანჩესტერიდან“ მარკუს რაშფორდი დაიმატა.

მარკო ასენსიო პსჟ-ში 2023 წლიდან თამაშობდა და 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო წლები „რეალში“ გაატარა, სადაც 286 თამაშში თავი 61 გოლით გამოიჩინა, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე „მალიორკასა“ და „ესპანიოლში“ ითამაშა.

0.128289