რომის "ლაციომ" "ჰელას ვერონადან" ნიჭიერი ნახევარმცველი რედა ბელაიანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის მაროკოელი "ლაციოს" იჯარით, მაგრამ ზაფხულში გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, შესაბამისად, კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ბელაიანი "ლაციოში" 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საყრდენმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ვერონაში" თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, სადაც 22 მატჩი ჩაატარა, მანამდე ის საფრანგეთში, "ნიცას" წევრი იყო.