მიუნხენის "ბაიერნმა" მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ცნობა გერმანული გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შეთანხმების საფუძველზე, ნოიერი "ბაიერნის" კარს 2026 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. მისი ძველი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, შესაბამისად, მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს.
მანუელ ნოიერი "ბაიერნმა" 2011 წელს გელზენკირხენის "შალკედან" დაიმატა და მას შემდეგ გერმანელმა მეკარემ "რეკორდმაისტერში" 547 მატჩი ჩაატარა. ნოიერს, კარიერის განმავლობაში სწორედ ამ ორ კლუბში აქვს ნათამაშები.