ფეხბურთი

21:10 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკოლო ძანიოლო "ფიორენტინაში" დაბრუნდა

ფლორენციის "ფიორენტინამ" სტამბოლის "გალათასარაიდან" ნიკოლო ძანიოლო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელი შემტევი "ფიორენტინას" სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური ზაფხულში 15 მილიონი ევრო იქნება.

ძანიოლომ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი იჯარით "ატალანტაში" გაატარა, სადაც 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მან "ატალანტასთან" იჯარა გაწყვიტა და თურქულმა კლუბმა ამჯერად "ფიორენტინაში" გაანათახოვრა.

ნიკოლო ძანიოლოს კარიერის განმავლობაში "ვირტუს ენტელაში", "რომაში", "ასტონ ვილაში", "გალათასარაისა" და "ატალანტაში" აქვს ნათამაშები. 2010-2016 წლებში კი, "ფიორენტინას" აკადემიაში იზრდებოდა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066806
სარეკლამო ადგილი - 99
X x X