"მანჩესტერ სიტი" "პორტუდან" ნიკო გონსალესს დაიმატებს. ტრანსფერი უკვე გადაწყდა, მხოლოდ ოფიციალური განცხადებაა გასაკეთებელი.
ესპანელის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი "პორტუს" 60 მილიონ ევროს გადაუხდის და ფეხბურთელი კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ნიკო გონსალესი "პორტუში" 2022 წლიდან თამაშობდა და 68 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის "ბარსელონასა" და "ვალენსიაში" გამოდიოდა.
"მანჩესტერ სიტიმ" სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურა, ოთხი ფეხბურთელი დაიმატა - ომარ მარმუში 75 მილიონ ევროდ, აბდუკოდირ ხუსანოვი 40 მილიონ ევროდ, ვიტორ რეისი 37 მილიონ ევროდ და ნიკო გონსალესი 60 მილიონ ევროდ.
ასე რომ, ინგლისურმა კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ოთხ ფეხბურთელში 212 მილიონი ევრო დახარჯა.