ფეხბურთი

19:24 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიახლეები "მილანში": მექსიკელი ფორვარდი დაიმატეს, კალაბრია გაუშვეს, ჟოაო ფელიქსს იმატებენ

„მილანი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ძალიან აქტიურია და კლუბში რამდენი სიახლეა.

„როსონერიმ“ ოფიციალურად დაადასტურა სანტიაგო ხიმენესის ტრანსფერი. მექსიკელ ფორვარდში „მილანმა“ „ფეიენოორდს“ ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევრო გადაუხადა.

ხიმენესმა „ფეიენოორდში“ 2022 წლიდან 105 მატჩში 65 გოლი გაიტანა, მანამდე სამშობლოში, „კრუს ასულში“ თამაშობდა.

გარდა ამისა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ „მილანის“ კაპიტანი დავიდე კალაბრია გუნდიდან წავიდა. ის ვეღარ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მწვრთნელთანაც იჩხუბა, რის გამოც მოუწია მშობლიური გუნდის დატოვება. კალაბრია კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებს, რომელსაც სეზონის ბოლომდე შეუერთდა.

„მილანში“ ტრანსფერთან ახლოსაა ლონდონის „ჩელსის“ შემტევი ჟოაო ფელიქსი. ფაბრიციო რომანოს ცნობით, შეთანხმება შედგა და მალე კონტრაქტის გაფორმდება. იტალიურ კლუბს პორტუგალიელი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდება. „ჩელსის“ ერჩევნა, ფელიქსი ინგლისში გაასხვისებინა, სადაც ორი კლუბი იყო დაინტერესებული და უფრო სარფიან წინადადებას სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელის დაჟინებული მოთხოვნა და სურვილი „მილანში“ გადასვლა გახლდათ, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

„როსონერი“ ასევე დაინტერესებულია „ლეჩეს“ თავდამსხმელის ნიკოლა კრსტოვიჩის შეძენით, ოღონდ, მზადაა მონტენეგროელი ფორვარდი „ლეჩეში“ ზაფხულამდე იჯარით დატოვოს. „ლეჩეს“ ლომბარდიელებმა 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ პირველი შეთავაზება უარით გაისტუმრეს. "მილანი" "ფიორენტინადან" შემტევი ნახევარმცველის, რიკარდო სოტილის დამატებასაც ცდილობს.

პარალელურად, უახლოეს საათებში შეიძლება „მილანი“ ორმა ფეხბურთელმა დატოვოს: თავდამსხმელი ნოა ოკაფორი ახლოსაა „ნაპოლიში“ გადასვლასთან, ხოლო ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი შესაძლოა, „მარსელში“ გადავიდეს.

აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ ხიმენესამდე ინგლისელი მცველი კაილ უოკერი დაიმატა.

0.121839