ფეხბურთი

18:28 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" კვარაცხელიას სავარაუდოდ შვეიცარიელი ფეხბურთელით შეცვლის

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 17 იანვარს 70 მილიონ ევროდ გაყიდა, მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა და დღეს, სატრანსფერო ფანჯარა იხურება, მაგრამ კვარას შემცვლელი ანტონიო კონტეს გუნდს ჯერ არ ჰყავს.

საუბარია „ალ-აჰლიდან“ ალან სენ-მაქსიმინის იჯარაზე, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს ბიუროკრატიული პრობლემები აქვს, რომლის მოგვარება ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვერ ხერხდება. ვინაიდან დრო ცოტაა, „ნაპოლიმ“ სხვა არჩევანი უნდა გააკეთოს.

შედეგად, დიდი შანსია, რომ ნეაპოლელებმა სენ-მაქსიმინის ნაცვლად „მილანიდან“ ნოა ოკაფორი დაიმატონ. შვეიცარიელთან შეთანხმება მიღწეულია, ის „ნაპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით უნდა შეუერთდეს (გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი).

საბოლოო სიტყვა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაზეა, მათ მალე უნდა გადაწყვიტონ, კიდევ სცადონ სენ-მაქსიმინის პრობლემის მოგვარება თუ B გეგმაზე, ოკაფორზე გააკეთონ არჩევანი. სავარაუდოდ, სწორედ შვეიცარიელი შემტევი აღმოჩნდება „აძურიში“.

ნოა ოკაფორი „მილანმა“ 2023 წელს დაიმატა და მას შემდეგ 24 წლის ფეხბურთელმა 53 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ოკაფორი „ბაზელსა“ და „ზალცბურგში“ თამაშობდა.

0.108794