ფეხბურთი

16:30 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" საბა გოგლიჩიძის ნაცვლად დანიელი მცველი შეიძინა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი "რომაში" ჩაიშალა, რადგან რომაელებმა "ემპოლის" ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც ცნობილი ხდება, "რომამ" გოგლიჩიძის ნაცვლად დანიელი მცველი ვიქტორ ნელსონი შეიძინა. 26 წლის ფეხბურთელი "რომას" "გალათასარაიდან" იჯარის წესით შეუერთდება და სეზონის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

ვიქტორ ნელსონი უკვე რომში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე და "რომა" ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ქართველი ფეხბურთელი „ემპოლიში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს, რომლის რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.061393