38 წლის ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი კარიერას მექსიკაში გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და სერხიო რამოსს მექსიკაში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მონტერეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
რამოსი მექსიკურ კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 4 მილიონს დამატებული ბონუსები იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამოსი ბოლოს "სევილიას" ღირსებას იცავდა და 2024 წლის ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო. მან გასულ სეზონში "სევილიას" მაისურით 37 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.