ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის მონბუს ობრადოირომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წილი ქართველ უკანახაზელსაც აქვს. მონბუსმა რეალ ვალიადოლიდს უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა, რაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იყო ანდრონიკაშვილის გუნდისთვის.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა. რატიმ 3-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა, რასაც მან 1 ჩაჭრაც მოაყოლა. მონბუსს ვლადიმირ ბროძიანსკიმ 19 ქულით ულიდერა, ამდენივე ქულა ჰქონდა ამერიკელ ჯეიმს დევიდსონს.
10 მოგებითა და 8 მარცხით მონბუს ობრადოირო მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 თებერვალს, ანდრონიკაშვილის გუნდი სტუმრად კანტაბრიას დაუპირისპირდება.
GBF.GE