პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ალ-ნასრის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანურ გამოცემასთან კილიან მბაპეზე ისაუბრა.
რონალდუს თქმით, მბაპემ თავდამსხმელად თამაში არ იცის, რადგან თვლის, რომ ეს მისი პოზიცია არ არის.
"კილიან მბაპემ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში არ იცის, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, რადგან ეს მისი პოზიცია არ არის. რეალში რომ ვთამაშობდე, მას ყველაფერს ვასწავლიდი, რადგან მეც სწორედ იმავე პოზიციიდან 9 ნომერზე გადასვლა მომიწია. კილიანი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ის მადრიდის რეალის გულშემატკივარს ბევრ სიხარულს მოუტანს. უბრალოდ ყველაფერს დრო სჭირდება. მოვუწოდებ რეალის გულშემატკივარს მასზე იზრუნონ და გაუფრთხილდნენ", - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე მადრიდის "რეალს" 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 21 გატანილ გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.