UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 15 მარტს იტალიელ მარვინ ვეტორთან რემატჩს გამართავს.
ქართველმა მებრძოლმა აღნიშნულ ორთაბრძოლაზე და მის მოსამზადებელ პერიოდზე კომენტარი გააკეთა.
"მოგესალმები საქართველო, როგორც იცით ლას ვეგასსში ვიმყოფები, სადაც მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ. ყველაფერი კარგად მიდის და მარტში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, პირადად მარვინთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ ჩვენი პირველი ბრძოლა მე მოვიგე და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც არ ვეთანხმები.როგორც ყოველთვის, არცერთი ნაბიჯი უკან. მადლობა თანადგომისთვის."
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის პირველი დაპირისპირება იტალიელის სასარგებლოდ დასრულდა, მან დოლიძის დამარცხება მსაჯების გადაწყვეტილებით მოახერხა.