სხვა

13:20 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძის და დავიდ ონამას ორთაბრძოლის დრო და ადგილი შეიცვალა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე საქმეში 9 თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ქართველი "ნინძასა" და დავიდ ონამას ორთაბრძოლა, თავდაპირველად 5 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა დრო და ადგილი შეიცვალა.

როგორც ცნობილი ხდება, ჭიკაძის მომდევნო შეხვედრა UFC apex-დან კანზაში გადაინაცვლებს, აღნიშნული ივენთი 27 აპრილს გაიმართება.

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა გასული წლის ივლისში ინგლისელ არნოლდ ალენთან გამართად და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველმა აღნიშნულ ბრძოლის პირველ რაუნდში მხრის მყესი გაიწყვიტა და ბრძოლის დასრულება ტრავმით მოუწია.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის MMA-ს რეკორდი 15-4 ზეა, ხოლო მისი მომდევნო მოწინააღმდეგის, დავიდ ონამას სტატისტიკა 13-2-ზეა.

0.108781