ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა, რომელიც 5:1 გაანადგურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და მატჩი შეაფასა.
"შეხვედრის სტარტზევე სწრაფი გოლი მივიღეთ, ეს უკვე მთელი სეზონია ასე ხდება, რის მერეც სიტუაციის შეცვლას ვეღარ ვახერხებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო მხოლოდ 20-25 წუთით ვარ. რასაც 65-70 წუთი ვაკეთებდით ასე უნდა გაგვეგრძელებინა, თუმცა მესამე გაშვებული გოლის შემდეგ შევწყვიტეთ იმის კეთება, რაც უნდა გაგვეკეთებინა." - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 41 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია. მომდევნო ტურში მანჩესტერელები "ნიუკასლს" დაუპირისპირდებიან.