„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რომასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ საშიში გუნდი გახდა, რაზეც ის ფაქტი მოწმობს, რომ „რომა“ საკუთარ მოედანზე ფრეს ზეიმობდა:
„გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ 53 ქულა მოიპოვა, ახლა უკვე გვაქვს 54 ქულა და წინ 15 ტურია. ბევრი ვიმუშავეთ თვითშეფასებაზე და თავდაჯერებაზე. ახლა ჩვენ საშიში გუნდი ვართ, „რომა“ სახლში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ფრეს ზეიმობდა, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ საშიში გუნდი გავხდით.
მანჩინიმ თქვა, რომ ჩვენთან შედარებით „რომას“ ბევრი მომენტი ჰქონდა? მანჩინი ან ვერ ხვდება რას ამბობს ან მატჩი არ უნახავს. რა თქმა უნდა, უკეთესად შეგვეძლო ბოლო პასებში მოქმედება. „რომამ“ ზუსტად იგივენაირი გოლი გაიტანა, როგორიც ხუთშაბათს და ეს გოლი ფეხბურთელებს ანალიზის დროს 15-ჯერ ვაჩვენეთ.
სატრანსფერო ბაზრის დახურვა 3 თებერვლამდე გადაწიეს, ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის ეს ნამდვილად აბსურდული პერიოდია, არასტაბილურობას ქმნის და ეს კარგი არაა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 54 ქულით ლიდერია, „ინტერთან“ 3-ქულიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული და მომდევნო ტურში 9 თებერვალს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.