ფეხბურთი

10:45 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ალვარო მორატა "გალათასარაის" ფეხბურთელია

ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

32 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს „მილანიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. მორატას გამოსყიდვა „გალათასარაის“ დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

მიმდინარე სეზონში მორატამ „მილანში“ 24 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო. მას კარიერის განმავლობაში „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“ და „ატლეტიკოში“ აქვს ნათამაშები.

0.118733